fbpx
საზოგადოება

დესპინა მირარაკის თანამშრომელი, რომელიც გაათავისუფლა, მომხმარებლებს “ჰპარავს”

დესპინა მირარაკიმ დღეს ფეი სკორდას გადაცემის საშუალებით ისაუბრა და მოჰყვა ინციდენტის შესახებ, რომელიც მის საქმიანობას ეხება. როგორც ირკვევა, მირარაკიმ დაახლოებით 1 წლის წინ სამსახურიდან გაათავისუფლა თანამშრომელი, რომელიც აღმოაჩინა, რომ მას მომხმარებელს “ჰპარავს”.

მირარაკის განმარტებით, ეს ადამიანი მის მომხმარებელს უკავშირდება და ეუბნება, რომ ხალიჩებს წმენდს და ამ მიზნით, შეუძლიათ, რომ მას მიმართონ, თუმცა, ასევე ეუბნება, რომ ურეკავს მირარაკის მაღაზიიდან. მოკლედ რომ ვთქვათ, მამაკაცი იყენებს დესპინას სახელს იმისთვის, რომ მისი მომხმარებელი თავისთან მიიზიდოს.

“ეს ადამიანი სარგებლობს შემთხვევით, რომ ჩემს ბიზნესში მუშაობდა და ამ ფაქტს, ბოროტად იყენებს. ძალიან გთხოვთ, რომ ვისაც გიკავშირდებათ, სხვადასხვა მომსახურების შეთავაზების მიზნით, იცოდეთ, რომ როდესაც რაიმე დაგჭირდებათ, მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირ მაღაზიაში დაგვიკავშირდეთ,” ამბობს მირარაკი.

დესპინამ ისიც აღნიშნა, რომ ბევრი საქმის დამსახურებაა, რომ ფსიქოლოგიურად თავს უკეთ გრძნობს, ხოლო რამდენად მზად არის ახალი ურთიერთობისთვის, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის და მისი ნება იქნება.

onalem

ტესტ