fbpx
საზოგადოება

ათენში გაუჩინარებულ ემიგრანტ მამაკაც ეძებენ – მისი მშობლები დახმარებას ითხოვენ

36 წლის მამაკაცი, რომელიც საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფება, ნეა ფილადელფიადან გაუჩინარდა. მას 10 აპრილის შემდეგ ეძებენ და ამ დრომდე, პოლიციას არანაირი ხელჩასაჭიდი არ აქვს.

კერძოდ, ის არის ლაერტის ბეიე, ალბანეთის მოქალაქე, რომელიც 10 აპრილიდან იძებნება.

მისი მეგობრის თქმით, ბოლოს სწორედ 10 აპრილს, შუაღამეს, დაახლოებით 01:30 სააათზე ერთ-ერთ ტავერნაში მიირთმევდნენ და მას შემდეგ აღარ უნახავთ.

როცა ჭამა დაასრულეს, მისი მეგობარი წავიდა, რომელსაც უთხრა, რომ სახლში, რომელიც ანო პატისიაზე მდებარეობს, მალე დაბრუნებოდა, მანამდე კი ფეხით გავლა უნდოდა. თუმცა, იქ აღარ მისულა.

მისი ემიგრანტი მშობლები საზოგადოებას სთხოვენ, თუკი ვინმე სადმე შენიშნავს ფოტოზე გამოსახულ მამაკაცს, დაუკავშირდნენ პოლიციას.

 

 

onalem

ტესტ