fbpx
საზოგადოება

უმუშევარი დარჩა და შვილების შიმშილს ვერ გაუძლო – რას შეეწირა 60 წლის ბერძენი მამაკაცი?!

ტრაგედია კამენა ვურლაში დატრიალდა, სადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 60 წლის მამაკაცმა თავი ხეზე ჩამოიხრჩო.

პოლიციის ინფორმაციით, რომელით მათ ოჯახის ახლობლებისგან მოიპოვეს, მისი თვითმკვლელობის მიზეზი უმუშევრობა გახდა.

მას ორი შვილი ჰყავდა და ოჯახი ბოლო დროს სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა, მას შემდეგ რაც სამსახური დაკარგა. უცნობია, თუ რა ასაკის არიან მისი შვილები, მაგრამ, როგორც ახლობლები ამბობენ, მან ოჯახის შიმშილს ვერ გაუძლო და თავის მოკვლა გადაწყვიტა.

ყველაზე შემზარავი ის არის, რომ გარდაცვლილის მამამაც რამდენიმე წლის წინ ამავე გზით დაასრულა ცხოვრება.

მისი მეზობლების თქმით, 60 წლის მამაკაცმა იმ დილით ავტობუსი აიყვანა, რომ კამენა ვურლაში წასულიყო, თავად კი, მახლობელ სოფელში ცხოვრობდა. არავინ იცოდა, თუ რისთვის მიდიოდა ის.

პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.

onalem

ტესტ