fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: კადრები, რომლებმაც საზოგადოება შეძრა – როგორ ურტყამს 10 წლის აუტისტ ბავშვს ფიზიოთერაპევტი

ვიდეო, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ ორი წლისა და რამდენიმე თვის შემდეგ, ბავშვთა ერთ-ერთი სამკურნალო ცენტრიდან გავრცელდა, შოკისმომგვრელია. კადრებში ჩანს, როგორ ძალადობს 10 წლის ბიჭზე ცენტრის თანამშრომელი, ფიზიოთერაპევტი. ბავშვს, ცხადია, შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ეს ყველაფერი 2019 წელს ხდებოდა.

ირკვევა, რომ მისი ქმედებების შესახებ საჩივარი პოლიციაში არასოდეს შესულა, ხოლო 2021 წელს ახალგაზრდა მამაკაცმა კიდევ ორ ახალ სამსახურში დაიწყო მუშაობა, თუმცა, აუტიზმის მქონე ბავშვთა ცენტრის დირექტორმა დაუყოვნებლივ შეატყობინა ხელმძღვანელობას და მალევე გაათავისუფლეს.

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იქ სხვა ბავშვებიც არიან და ამ ყველაფერს უყურებენ. 27 წლის ფიზიოთერაპევტი ბიჭს ჯერ ძირს აგდებს, შემდეგ კი სახეში ფეხს ურტყამს. ფაქტს, რომ ბავშვს სისხლი მოსდიოდა, იმით ამართლებდა, რომ კიბეზე დაეცა.

onalem

ტესტ