დღეს ათენში მაღაზიები ღია იქნება!
დღეს ათენის მასშტაბით, სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ღია იქნება.
კონკრეტულად, მაღაზიების სამუშაო გრაფიკი ასეთია: ისინი ღია იქნება დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაღაზიების ხელმძღვანელობებს აქვთ უფლება აირჩიონ მათთვის ხელსაყრელი სამუშაო განაკვეთი.
მაღაზიები ღია იქნება მომდევნო კვირასაც, ახალი წლის დადგომამდე, 23 და 30 დეკემბერს.