fbpx
საზოგადოება

42 წლის ჯანმრთელი და ათლეტური პროფესორის კორონავირუსით სიკვდილს ბერძნები “განსაკუთრებულ შემთხვევას” უწოდებენ

კრეტაზე გერმანელი პროფესორი 42 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ეს არის შემთხვევა, რომელსაც ადგილობრივი ექიმები “განსაკუთრებულს” უწოდებენ, რადგან ის იყო ჯანმრთელი და ათლეტური, თანაც ახალგაზრდა.

პროფესორი ΠΑΓΝΗ-ს საავადმყოფოში დაიღუპა და ექიმებს აოცებთ სწორედ ის, რომ მას არ ჰქონია არანაირი დაავადება, იყო სრულიად ჯანმრთელი და ათლეტური აღნაგობის მამაკაცი, რომლის სიცოცხლეც ახალმა კორონავირუსმა შეიწირა.

როგორც საავადმყოფოს პნევმოლოგი ამბობს, გერმანელი თავდაპირველად სახლში მკურნალობდა, შემდეგ გასულ პარასკევს მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო და ორშაბათს მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა და საბოლოოდ სუნთქვის უკმარისობით დაიღუპა.

მკვლევარი და ქიმიკოსი ბერძენი კოლეგის სახლში ცხოვრობდა, რომელიც ასევე ქიმიის სპეციალისტია.

onalem

ტესტ