fbpx
საბერძნეთი

ბერძენი მამაკაცი ექიმის შეცდომის გამო პარალიზებული დარჩა და 3 წელია სახლიდან ვერ გადის!

ბერძნული მედია შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც სერიოზულ სამედიცინო შეცდომას ეხება, რამაც ადამიანის პარალიზება გამოიწვია. საუბარია ბერძენ მამაკაცზე, რომელიც 2018 წელს ავტოავარიაში მოჰყვა და დაზიანებები მიიღო წელის არეში. შესაბამისად, ჰქონდა გარკვეული დიკომფორტი გადაადგილებისას, თუმცა, გარკვეულწილად შეეძლო სიარულიც და დამოუკიდებლად თავის მოვლა.

გამომდინარე იქიდან, რომ მისი ტკივილები წლებთან ერთად უარესდებოდა, 2021 წელს ექიმს მიმართა, რომელმაც დაარწმუნა, რომ ოპერაციას გაუკეთებდა, მეორე დღეს კი, სახლში გაწერდნენ და ჩვეულებრივად ივლიდა, ტკივილების გარეშე, სანაცვლოდ კი, 5.000 ევრო მოითხოვა. ვინაიდან პაციენტმა ექიმს დაუჯერა, თანხა გადაიხადა და ოპერაციაც დაიგეგმა.

მას შემდეგ, რაც მოხუცს ოპერაცია ჩაუტარდა, გაააცნობიერა, რომ არა მხოლოდ არსებული პრობლემა არ მოუგვარდა, არამედ საერთოდ ვერ გადაადგილდებოდა, მარცხენა მხარე ოპერაციის შემდეგ სრულებით პარალიზებული ჰქონდა.

მისი ადვოკატი აცხადებს, რომ მამაკაცი სამი წელია სახლიდან არ გასულა, რადგან მარტოა და დამოუკიდებლად ვერაფერს ახერხებს, ექიმისგან კი, რომელიც ოპერაციის შემდეგ სრულებით გაქრა, უჩივიან და კომპენსაციას ითხოვენ.

onalem

ტესტ