fbpx
საბერძნეთი

“მთავრობა მიიღებს აუცილებელ ზომებს, რათა ომიკრონი “დამუხრუჭდეს”, გამოვდივართ მე-4 ტალღიდან” – კირიაკოს მიცოტაკი

საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, საბერძნეთის პრეზიდენტს, ეკატერინი საკელაროპულუს შეხვდა. ოფიციალური ვიზიტისას ქვეყნის პირველმა პირებმა ეპიდმდგომარეობა და ომიკრონის გავრცელების შეზღუდვის საკითხები განიხილეს.

“მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, რომლებზეც ექსპერტები მიგვითითებენ, რათა ომიკრონის გავრცელება “დამუხრუჭდეს”. ვინაიდან მეოთხე ტალღიდან გამოვდივართ, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ და მივიღოთ ყველა ის საჭირო ზომა, რომელსაც პროფესორები გვირჩევენ. 

ახლა ვიმყოფებით დეესკალაციის ფაზაში, საავადმყოფოებში მოხვედრისა და ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლის შემცირების კუთხით. ეს ვითარება მცირე დროს გვაძლევს მუტაციისგან თავდაცვითი გზების შემუშავებისთვის.

ომიკრონთან ბრძოლისთვის აუცილებელია ვაქცინაცია, განსაკუთრებით მე-3 დოზა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელმაც იჩქარა და გამოეხმაურა ექსპერტთა რეკომენდაციას და აიცრა მესამედ. მივმართავ 60 წელს ზემოთ ადამიანებს, რომლებსაც ან მესამე დოზა არ მიუღიათ ან ერთი დოზითაც არ აცრილან, მათთვის გადაუდებლად საჭიროა გამაძლიერებელი დოზა,” განაცხადა პრემიერმა.

თავის მხრივ, ეკატერინი საკელაროპულუმ უპასუხა:

“პანდემიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს თქვენ იღებთ, მე კი, ყველა შანსს ვიყენებ და ჩვენს თანამემამულეებს ვაქცინაციისკენ მოვუწოდებ. პანდემიის აფეთქების პირველივე წუთებიდან ვამბობ, რომ ვაქცინა არის ჩვენი საჩუქარი, ერთადერთი ხსნა და თავისუფლება.” 

onalem

ტესტ