fbpx
საბერძნეთი

ნიკოს ვერტი დღის მთელ შემოსავალს გარდაცვლილთა ოჯახებს ურიცხავს – ვერტი სიმღერის გამო გააკრიტიკეს

ბერძნული საზოგადოებისგან დიდი კრიტიკა მოჰყვა ცნობილი მომღერლების მიერ წარმოდგენების გაგრძელებას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა და გამოცხადებული იყო გლოვის დღეები. მათ შორის არიან: გიორგოს ცალიკის, პაოლა, ნიკოს ვერტი.

თავად ვერტიმ გაავრცელა განცხადება და ახსნა მიზეზი, რომლის გამოც გადაწყვიტა, რომ ჩვეულებრივად ემღერა:

“დღეს განსაკუთრებული შემთხვევაა. გადავწყვიტეთ, რომ ჩვეულებრივად შედგეს ჩემი გამოსვლა, რადგან მთელი დღის შემოსავალი, რომელიც მივიღეთ, გადაერიცხებათ სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ზოგადად, არ არის სწორი ხმამაღლა ისაუბრო სიკეთეზე, რომელსაც აკეთებ, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელი იყო ამის თქმა, რადგან სხვანაირად დიდი ქაოსი იქნებოდა, ალბათ, გესმით.

დამიჯერეთ, რომ ბევრად მარტივი იქნებოდა, სახლში დავრჩენილიყავი, რადგან ამ დღეებში ავად ვიყავი, თუმცა, ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა, რომ მცირედი წვლილი მაინც შევიტანო ამ ადამიანების ტკივილის გაზიარებასა და შემსუბუქებაში,” ამბობს ვერტი.

რაც შეეხება გიორგოს ცალიკის, მომღერალი ამბობს, რომ სიმღერა და კონცერტების გამართვა არ არის მხოლოდ გართობა, რადგან ეს ბევრი ადამიანის სამსახურია და ამ კონკრეტულ ცენტრში მუშაობს 50-60 ადამიანი, შესაბამისად, ისინი მუშაობას სრულად ვერ შეწყვეტდნენ.

onalem

ტესტ