fbpx
საბერძნეთი

8 მარტს ათენი ავტობუსებისა და ტროლეიბუსების გარეშე – იფიცებიან 24 საათით

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათს, 8 მარტს, ათენის საჯარო ტრანსპორტის ნაწილი კვლავ იფიცება, 24 საათით.

კერძოდ, ოთხშაბათს დილის 06:00 საათიდან ხუთშაბათს დილის 06:00 საათამდე არ იმუშავებენ ტროლეიბუსები და ავტობუსები.

ამ დროისთვის არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, გაიფიცებიან თუ არა მეტროს თანამშრომლებიც, დაზუსტებით ცნობილია მხოლოდ და მხოლოდ ავტობუსებისა და ტროლეიბუსების შესახებ.

ამას გარდა, 24 საათით იფიცებიან გემებზე მომუშავე თანამშრომლებიც, შესაბამისად, არ განხორციელდება არცერთი საზღვაო რეისი.

ხვალ, 7 მარტს, საჯარო ტრანსპორტი ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს.

 

onalem

ტესტ