fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 8 მარტს, ავტობუსები და ტროლეიბუსები 24 საათით იფიცებიან, მეტროს სამივე ხაზი 11:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს

როგორც უკვე ცნობილია, ხვალ, 8 მარტს, დაგეგმილია მასშტაბური გაფიცვა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ საჯარო ტრანსპორტის თანამშრომლებიც.

კერძოდ, ხვალ 24 საათის მანძილზე, ანუ მთელი დღე არ იმუშავებენ:

ავტობუსები

ტროლეიბუსები

საჯარო სექტორის თანამშრომლები.

რაც შეეხება სარკინიგზო ტრანსპორტს, მეტროს სამივე ხაზი (იგულისხმება 1-ლი ხაზიც, იგივე ილეკტრიკო/ტრენო), ასევე ტრამვაი, იმოძრავებს მხოლოდ 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.

ფართომასშტაბიანი აქცია დაგეგმილია 13:00 საათისთვის სინდაღმის მოედანზე.

onalem

ტესტ