fbpx
საბერძნეთი

კირიაკოს მიცოტაკი მატარებლის მემანქანის, 35 წლის სპიროს ვულგარის დაკრძალვაზე გამოცხადდა

კესარიანის სასაფლაოზე 35 წლის სპიროს ვულგარის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს, რომელსაც საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი ესწრება, ასევე, ადგილზე არიან ხრისტოს სტაიკურასი და იანის იკონომუ.

35 წლის ვულგარი სატვირთო მატარებლის მემანქანე იყო, რომელიც 28 თებერვლის ღამეს სამგზავრო მატარებელს შეეჯახა. ვულგარის ოჯახი, ნათესავები და ახლობლები განადგურებულები არიან მომხდარით, ისევე, როგორც ყველა სხვა მსხვერპლის ოჯახები.

“თავის სამსახურს აღმერთებდა, ყოვეთვის გახარებული მიდიოდა ხოლმე. მეუბნებოდა: “დედა მივდივარ, როგორც კი ჩავალ, დაგირეკავ.” ნათქვამი ჰქონდა, რომ არსებობდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ მეუბნებოდა, რომ ფრთხილობდა ხოლმე. შეჯახების ღამეს, ტელევიზორი ჩავრთე და ვხედავ სამგზავრო და სატვირთო მატარებლებს, ვთქვი, რომ ეს ჩემი შვილი იყო და უკვე მომზადებული ვიყავი, უარესისთვის,” ამბობს სპიროს დედა.

onalem

ტესტ