fbpx
საბერძნეთი

კუნძულებზე მომუშავეთა საყურადღებოდ! ხვალიდან გამგზავრება შესაძლებელია

საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ხვალიდან, 11 მაისიდან, კუნძულების მიმართულებით გამგზავრება შეუძლიათ იქ დასაქმებულ თანამშრომლებს.

როგორც ცნობილია, ზოგადად კუნძულებზე წასვლა აკრძალულია 18 მაისამდე, თუმცა, 11 მაისიდან გამგზავრება დასაშვები ხდება იმ ხალხისთვის, რომლებიც იქ მუშაობენ და რომელთა სამსახურებიც იხსნება 11 მაისიდან.

ცხადია, გემზე ასვლამდე აუცილებელია წარმოადგინონ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ნამდვილად მუშაობენ კონკრეტულ ადგილას და რომ ეს დაწესებულება იღება 11 მაისიდან.
საჭიროა:  1) დასაქმებულის ან თვითდასაქმებულის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, ΑΜΚΑ-ს ნომერი, მისამართი და ტელ. ნომერი)
2) პროტოკოლის ნომერი, რომლითაც თანამშრომელი დარეგისტრირებულ იქნა ΕΡΓΑΝΗ-ს სისტემაში.
3) ინფორმაცია სამუშაო ადგილის შესახებ
4) სამუშაო დაწესებულების ΑΦΜ
5) კუნძული, სადაც სამუშაო ადგილი მდებარეობს.

გემზე დაიშვება 50%-ით ნაკლები მგზავრი, და არა ის რაოდენობა, რამდენის დატევაც გემს შეუძლია. ამ გზით შესაძლებელი იქნება დისტანციის დაცვა. კაბინებში დასაშვები იქნება მხოლოდ 1 ადამიანი, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახი არ არის.

თითოეული კანონდარღვევა დაჯარიმდება და გამონაკლისები არ დაიშვება.

როგორც ცნობილია, კუნძულებზე ძალიან ცოტაა ინფიცირების შემთხვევები, ზოგიერთ კუნძულზე კი ვირუსი საერთოდ არ ფიქსირდება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ პანდემიამ კვლავ არ იფეთქოს.

 

onalem

ტესტ