fbpx
საბერძნეთი

მუტაცირებული შტამის გავრცელება ნიშნავს, რომ ზომები მეტად უნდა დავიცვათ – გადაადგილების აკრძალვა არ მოიხსნება

პროფესორმა, ალკივიადის ვატოპულომ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას განმარტა, რომ საბერძნეთში კორონავირუსის მუტაცირებული შტამის გავრცელება დიდ შეშფოთებას იწვევს და აქედან გამომდინარე, მოსახლეობას ზომების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს.

“კორონავირუსის მუტაცირებული შტამის გავრცელება ნიშნავს, რომ მეტად ფრთხილად უნდა ვიყოთ. რატომ?! იმიტომ, რომ ეს შტამი გაცილებით მარტივად გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ის არ არის ბევრად საშიში, მაგრამ თუ ჩვეულებრივი კორონავირუსით 1 ადამიანი სხვა 10-ს აინფიცირებს, ახალი შტამი ერთი ადამიანიდან გაცილებით მეტს გადაეცემა. 

მინდა ვთქვა, რომ გადაადგილების აკრძალვა ღამის საათებში (21:00 საათიდან 05:00 საათამდე) არ გაუქმდება. რაც შეეხება ტავერნებისა და კაფეების გახსნას, ეს ყველაფერი ნამდვილად ძალიან დააგვიანებს და ახლა ექსპერტთა საბჭოს ყურადღება მიმართულია საკითხზე, თუ როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მაღაზიების გახსნის შემდეგ,” აცხადებს პროფესორი.

გარდა ამისა, ინფექიონისტი, ნიკოს სიფასასი იანვარსა და თებერვალს საკმაოდ კრიტიკულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ თუკი ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა გაიზრდება, მოსალოდნელია კვლავ ყველაფრის დახურვა, რაც გაიხსნა.

onalem

ტესტ