fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

სიახლე საბერძნეთში: საბუთი, სპეციალური კოდით, რომელიც იქნება ვაქცინაციის ერთადერთი მტკიცებულება

კირიაკოს მიცოტაკის განცხადებით, ძალაში შედის ინოვაცია, რომელიც ბერძნული იდეაა და პრემიერმა ის ევროკავშირს უკვე შესთავაზა.

რაზეა საუბარი?

კირიაკოს მიცოტაკის განცხადებით, თითოეული მოქალაქე, რომელიც გაიკეთებს ვაქცინას, კორონავირუსის წინააღმდეგ, აიღებს სპეციალურ საბუთს, რომელსაც ექნება ასევე სპეციალური ინდივიდუალური კოდი. აღნიშნული საბუთის აღება შესაძლებელი იქნება ΚΕΠ-ში ან gov.gr-ზე.

აღნიშნული ფურცელი შეიცავს მხოლოდ საჭირო ინფორმაციას და უსაფრთხოების კოდებს: QR კოდი, უნიკალური კოდი და ციფრული ბეჭედი.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს იქნება ერთადერთი ლეგალური დამამტკიცებელი საბუთი, რომ მოქალაქეს ჩატარებული აქვს ვაქცინაცია. შესაბამისად, მომავალში, მოგზაურობისას, მოსახლეობის ნაწილს, რომელიც გაიკეთებს ვაქცინას, ექნება შესაძლებლობა წარადგინოს აღნიშნული საბუთი, რომლითაც დასტურდება ვაქცინაციის ლეგალურობა.

“ეს არ არის შეზღუდვა, ეს არის საბუთი, რომელიც თავიდან აგაცილებთ მოგზაურობისას კორონავირუსზე ტესტის ჩატარებასა და სავალდებულო კარანტინის გავლას,” განაცხადა პერმიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინის გაკეთება არ არის სავალდებულო და ადამიანები, რომლებსაც არ ექნებათ ის გაკეთებული, ჩვეულებრივად შეძლებენ მოგზაურობას, მხოლოდ, დაექვემდებარებიან მიღებულ ზომებს, ეს შეიძლება იყოს კარანტინის პირობები, ტესტის გაკეთება და ა.შ.

onalem

ტესტ