fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“მომდევნო კვირებში ვირუსი კიდევ უფრო გავრცელდება, მაგრამ სიტუაციას ვაკონტროლებთ”- იანის ტუდასი

პროფესორი იანის ტუდასი მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალურად ყურადღებით მოეკიდონ მთავრობის მიერ გაცემულ მითითებებს, რადგან ჯერ კიდევ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი. ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში დროულად მიიღეს უსაფრთხოების ზომები და ახლა სიტუაცია, ასე თუ ისე, კონტროლირებადია.

“მომდევნო კვირებში გვექნება კიდევ უფრო მეტი შემთხვევა და მეტი გარდაცვალებაც, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაპანიკოს. მიუხედავად ყველაფრისა, სიტუაცია, შედარებით სხვა ქვეყნებთან, კონტროლირებადია და ვირუსი ძირითადად მოხუც მამაკაცებს ემუქრებათ, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

სისტემას არ აწვება პაციენტების ის რაოდენობა, რომ გამკლავება ვერ შევძლოთ, მთავარია ნელ-ნელა მოხდეს იფნიცირებულთა რაოდენობის გაზრდა, ეს ნორმალურია.

ყურადღება მიაქციეთ, რომ დაიცვათ პირადი ჰიგიენა, გაატაროთ მეტი დრო სახლში, მუდმივად დაასუფთავეთ სახლი, განიავებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და რაც მთავარია, იყავით კარგ ხასიათზე, რადგან ეს იმუნურ სისტემას აძლიერებს.

სახლებში, კარანტინში დავრჩებით იმდენ ხანს, რამდენი ხანიც ეს საჭირო იქნება და როგორც სახელმწიფო მიგვითითებს. თუ საჭირო იქნება, გარეთ გასვლის სრული აკრძალვა, ამასაც ავკრძალავთ. გააკეთეთ სახლში სასიამოვნო რაღაცები და გაეცით პოზიტიური ენერგია,” აცხადებს ტუდასი.

 

onalem

ტესტ