fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! 19 დეკემბრიდან მნიშვნელოვანი ცვლილება საბერძნეთის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით

19 დეკემბრიდან საბერძნეთში მნიშვნელოვანი ცვლილება შედის ძალაში.

საუბარია საზღვრის კვეთის წესზე, რომელიც შეეხება ყველა ადამიანს, განურჩევლად იმისა რომელი ქვეყნიდან მოემგზავრება საბერძნეთში.

19 დეკემბერს 06:00 საათიდან ძალაში შედის ვალდებულება, რომლის მიხედვითაც საბერძნეთის საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ PCR ანუ მოლეკულური ტესტის უარყოფითი პასუხით. აღნიშნული ეხებათ როგორც აუცრელ, ასევე აცრილ პირებს. ანუ გარდა ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატისა, სავალდებულო იქნება მოლეკულური ტესტის გაკეთებაც, სხვა შემთხვევაში მგზავრს საზღვარზე შემოსვლის უფლება არ მიეცემა.

გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ მათთვის, ვინც საბერძნეთიდან საზღვარგარეთ მიემგზავრება და 48 საათში ბრუნდება უკან. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ PCR გამგზავრებამდე ექნებათ გაკეთებული.

როგორც ირკვევა, აღნიშნული გადაწყვეტილება ომიკრონის გავრცელების სისწრაფიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

onalem

ტესტ