fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

8 წლის ბერძენმა ბიჭმა საბრძოლო ხელოვნების გამოყენებით მძარცველი მოიგერია, რომელიც თავს დაესხა

8 წლის იანი, ხანიიდან, სიმამაცის კარგი მაგალითია. მის შესახებ მედია მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც მხოლოდ და მხოლოდ 8 წლის ასაკში მძარცველი მოიგერია, თანაც საკმაოდ მოხერხებულად.

როგორც ირკვევა, ბიჭს თავს დაესხა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მის გაქურდვას ცდილობდა. იანიმ დაუყოვნებლივ გამოიყენა საბრძოლო ხელოვნების ილეთი, Muay Thai, რომლითაც მძარცველი გაანეიტრალა და ძირს დააგდო.

მისი თქმით, ერთ-ერთ მაღაზიაში მიდიოდა, რომ რაღაც ეყიდა და სწორედ მაშინ გამოჩნდა თავდამსხმელიც, რომელსაც იმ ფულის წართმევა სურდა, რომელიც მამამისმა მისცა. როგორც ამბობს, არცერთი წუთით არ შეშინებია, მაშინვე გამოიყენა სპეციალური ილეთი და მამაკაცი ძირს აღმოჩნდა.

მისი მასწავლებელი იანით ძალიან ამაყობს და აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავდაცვა, განსაკუთრებით დღესდღეობით, როცა დანაშაული ასე გახშირდა.

 

onalem

ტესტ