fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“არ არის საჭირო ბევრი საჭმლის შეძენა! ომი არ გვაქვს!” – საბერძნეთის მთავრობა

საბერძნეთის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ გაიქცევა სუპერმარკეტებში და ნუ შეიძენს დიდი რაოდენობის პროდუქტს. ეს არ არის ომის მდგომარეობა და არ იქნება არანაირი პრობლემა, რომ ჩვეულებრივად წაბრძანდეთ მარკეტებში და იყიდოთ საკვები.

არ არის საჭირო პანიკური მდგომარეობა, რადგან სუპერმარკეტები მუდმივად მომარაგდება და მოსახლეობა საჭმლის გარეშე არ დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ჩვეულ რეჟიმში მხოლოდ სუპერმარკეტები, მიტანის სერვისი, საცხობები და აფთიაქები იმუშავებს, ხოლო რესტორნები, ტავერნები, კაფე-ბარები დაიხურება.

 

onalem

ტესტ