fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ვითარება რთულდება – დღევანდელმა მონაცემებმა მოლოდინს გადააჭარბა

როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, საბერძნეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება აგვისტოს თვეში დამძიმდებოდა, მაგრამ დღევანდელმა მონაცემებმა მოლოდინს გადააჭარბა.

დღეს საბერძნეთში რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა, ბოლოს 24 საათში გამოვლინდა 3,109 ინფიცირებული.

პროფესორები აცხადებდნენ, რომ მსგავსი რიცხვები აგვისტოს თვის შუა რიცხვებში იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც ჩანს, დელტა მუტაციამ საკუთარი სახე უკვე აჩვენა. ის უკიდურესად სწრაფად ვრცელდება და დიდი ალბათობით, ამას ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმებამაც შეუწყო ხელი.

ინფიცირებულებიდან 392 ფიქსირდება ათენის ცენტრში, ხოლო ზოგადად ატიკაში 1.571.

დღეს საბერძნეთში 4 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით, ხოლო მართვით სუნთქვაზე რჩება 133 პაციენტი.

აღსანიშნავია, რომ გაიზარდა საავადმყოფოებში მიმართვიანობაც, მხოლოდ ერთ დღეში 112 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

onalem

ტესტ