fbpx
საბერძნეთი

რა გველის აგვისტოს თვეში საბერძნეთში?! როგორ შეიძლება შეიცვალოს ვითარება?!

საბერძნეთში გუშინ დაფიქსირებული რიცხვების შემდეგ ექსპერტთა საბჭოს პროფესორთა შორის კიდევ უფრო მეტი შეშფოთება წარმოიშვა და შესაბამისად, ისინი აკეთებენ პროგნოზებს, რომლებიც არცთუ ისე სახარბიელოა.

ინფექციური დაავადებების სპეციალისტი, პროფესორი, ნიკოს სიფსა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან აცხადებს, რომ სულ მალე კიდევ უფრო მაღალ რიცხვებს ვიხილავთ და შესაძლოა ეს სულ რაღაც ერთ კვირაში მოხდეს ან უფრო ადრე.

“ზუსტი რიცხვების დასახელება არ შემიძლია, მაგრამ ახლა უკვე საქმე გვექნება ათასობით შემთხვევასთან, უხეშად რომ ვთქვათ, შესაძლოა აგვისტოში 10.000-სზეც კი ავიდეთ, მაგრამ არც 15.000-20.000 ინფიცირებულის გამოვლენაა გამორიცხული. ისინი იქნებიან უმეტესად აუცრელი პირები. 

მოსახლეობის 80% რომ აცრილი იყოს, ამ წუთში ჩვენ აღარ ვისაუბრებდით პანდემიაზე. სამწუხაროდ, ვერ მოვასწარით და ახლა უნდა მოვემზადოთ მე-4 ტალღისთვის. 

კარგი მხოლოდ ის არის, რომ ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემაზე სერიოზული ზეწოლა არ ხორციელდება. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ 18 წლამდე ადამიანს 12-ჯერ ნაკლები შანსი აქვს კოვიდ-19-ით საავადმყოფოში მოხვდეს, ვიდრე ადამიანს 18 წელს ზემოთ. ახალგაზრდები ახლა ვირუსის გავრცელების მთავარ წყაროს წარმოადგენენ. მიდიან სოფლებში, კუნძულებზე, წვეულებებზე და ბრუნდებიან სახლებში, შესაბამისად აინფიცირებენ ოჯახის წევრებს. 

მომდევნო თვეებში დაინფიცირდება ყველა, ვინც არ არის აცრილი. არ გვექნება არანაირი პროგრესი. არავინ არის დაცული.

2021 წლის პირველ სამ თვეში საავადმყოფოში 11-დან 17 წლამდე 400 ბავშვი მოათავსეს, რაც ნიშნავს, რომ საჭიროა დავიწყოთ მოსწავლეთა აცრაც,” განაცხადა პროფესორმა.

onalem

ტესტ