fbpx
საბერძნეთი

სკანდალი: საბერძნეთში აფხაზეთს წარმომადგენლები ჰყავს და ბერძნებზე ვიზებს გასცემენ

Georgians.gr-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ათენსა და თესალონიკში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას ჰყავს თავისი წარმომადგენლები და ბერძენ ტურისტებზე ვიზებს გასცემენ.

კერძოდ, ოფისები მდებარეობს ათენში: პიროს N16-18-ში, ტელ: 210 52 29 445/210 52 00 038

ხოლო თესალონიკში ლანგადას 8 ნომერში, ტელ: 231 0544660/ 231 05 44 626

Georgians.gr-მა სცადა მათთან დაკავშირება და აფხაზეთში მოგზაურობით დაინტერესების შემდეგ, მათ ვიზის მიღებისთვის ყველა საჭირო პროცედურა გაგვაცნეს.

აღნიშნული წარმომადგენლობები საბერძნეთში უკვე რამდენიმე წლია ფუნქციონირებენ.

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საელჩოს საბერძნეთში და მათი განცხადება შემდეგია:

“საელჩოს მიერ მიღებული იქნა ყველა შესაბამისი ზომა და საკითხის გარკვევაში ჩართულია საბერძნეთის ყველა შესაბამისი უწყება.”

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მაისიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილია.

onalem

ტესტ