fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

6 რამ, რაც ათენში შობის დღესასწაულზე უნდა გააკეთოთ!

ათენში საშობაო განწყობას ადვილად შეიქმნით, თუ ქვემოთ ჩამოთვლილ რამდენიმე ჯადოსნურ ადვილს ესტუმრებით.

“Christmas Factory” ტეხნოპოლში.

თუ “Christmas Factory”-ის ეწვევით, შესაძლოა მართლაც დაიჯეროთ სასწაულების. თქვენ გელით ელფებისგან შექმნილი საშობაო ნაძვის ხე, პატარა ხის სახლები, რომლებიც იმდენად მძაფრ საშობაო განწყობას ქმნიან, რომ გონებით პირდაპირ სანტა კლაუსის სოფელში გადაეშვებით. მუსიკა, თეატრი, ყველაზე პოპულარული საბავშვო ფილმები – ეს ყველაფერია, რაც ამ ადგილს მაგიურად აქცევს.

იხილეთ ოფიციალური გვერდი და დაწვრილებითი ინფორმაცია: http://thechristmasfactory.gr/

The Little KooK

თუ ზღაპრები გიყვართ, The Little KooK თქვენთვის საუკეთესო ადგილია. ათენის ერთ-ერთი კუთხეში, სახელად ფსირი, არის ნამცხვრის მაღაზია და ჩაის სახლი, რომელიც ბავშვურ სამყაროში გადაგისვრით და მოზრდილობის კარს ცოტა ხნით მოიხურავთ. აქ ნახავთ ყველა ზღაპრის გმირს, კონკიადან დაწყებული პინოქიოთი დამთავრებული, ასევე ჰარი პოტერსა და ოლივერ ტვისტს. შეუკვეთეთ მანცხვარი, რომლის სახელიც შეიძლება იყოს “დრაკონის სუნთქვა” ან “მგელო, მგელო აქ ხარ?” და ნამდვილად არ წააგებთ!

Planetarium – პლანეტარიუმი

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც უამრავი საშობაო წარმოდგენა გელით. ეს ყველაფერი კი 3D-ში.

მარინა ფლისვუ

მარინა ფლისვუში საშობაო განწყობა ცოცხლდება, როგორც კი ზღაპრულ სამყაროში შედგამთ ფეხს. კრეატიული სამუშაოები, თამაშები, შთამბეჭდავი საქმიანობა, რომელიც თქვენი ინსპირაციის წყარო გახდება, ჩრდილების თეატრი, მუსიკა, ცეკვა და რა თქმა უნდა სპეციალური ვიზიტი სანტა კლაუსთან.

Noel

Noel ბარია, სადაც საშობაოდ განსაკუთრებით ემზდებიან. თუმცა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ აქ ყოველი დღე შობაა. შექმნილი გარემო სრულიად სხვა ეპოქას მოგაგონებთ. და…  საშობაო ოსკარი გადაეცემა Noel-ს, რადგან აქ ამისთვის ყველაფერია! მიირთვით არაჩვეულებრივი კოქტეილები და არდადეგების განწყობა უკვე შექმნილია.

Froli-ს მაგიური მატარებელი კიფისიაში

კიფისიის ულამაზესი პარკი 33 დღით მაგიურ მატარებელს მასპინძლობს. აქ მაგიური სამყაროა შოკოლადისა და ტკბილეულის სოფლებით. მაგიური მატარებელი ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ, მაგალითად: სანტა კლაუსის სახლში. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ხელოვნური ყინულით, ოცნებების ტბებით, საშობაო ბაზრით, ელფების სასახლით, ჩაის სახლით და კიდევ ბევრი სიურპრიზით!

onalem

ტესტ