fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთში არცერთი დანაშაული არ დარჩება ჩრდილქვეშ” – კირიაკოს მიცოტაკი პოლიციის მუშაობაზე

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ დღეს დილით სამოქალაქო დაცვის სამინისტროს კონფერენციაზე საბერძნეთის პოლიციის როლზე ისაუბრა.

“მოქალაქეთა უსაფრთხოება ყველა ჩვენგანის პრიორიტეტია, ასე დავიწყეთ სამი წლის წინ და ახლაც იგივე პრიორიტეტი გვაქვს. ეს არის პოლიტიკა, რომელსაც დღემდე ვახორციელებთ.

საბერძნეთის პოლიციის როლი საზღვრების დაცვის თვალსაზრისით ფასდაუდებელია. ისინი 2020 წლიდან გვაცილებენ თავიდან მიგრაციის ზეწოლას.

მოქალაქეთა უსაფრთხოება ფუნდამენტური საკითხია, რადგან ის განუყოფლად არის დაკავშირებული სტაბილურობასთან, სოციალურ სიმშვიდესთან, განვითარებასთან, ეს არის ყოველი ინდივიდუალური და სოციალური უფლების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებელი პირობა.

მიუხედავად იმისა, რომ მედია ცდილობს სხვადასხვა შემთხვევებით განსხვავებული იმიჯი შექმნას, კრიმინალი საგრძნობლად არის შემცირებული. ტერორისტული ძალადობა პრაქტიკულად გაქრა. საბერძნეთში არცერთი სერიოზული დანაშაული არ დარჩება ჩრდილქვეშ.”

“საბერძნეთი უსაფრთხო ქვეყანაა და ეს კარგად ჩანს ინვესტიციებიდან და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობიდან. შესაძლოა არსებობს ცაკლეული შემთხვევები თავად პოლიციელთა მხრიდან ძალადობასთან დაკავშირებითაც, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ ცალკეულმა ადამიანებმა შელახონ საბერძნეთის პოლიციის ზოგადი სახე,” განაცხადა პრემიერმა.

onalem

ტესტ