fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძნების უმეტესობა ბოლო ერთი წლის მანძილზე არცერთ ექიმთან არ ყოფილა

Eurostat-ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბერძნები ექიმთან ვიზიტების სიხშირის მხრივ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე უკან არიან.

ოფიიცალური შედეგების მიხედვით, ბერძნების 60.5% ბოლო 12 თვის მანძილზე ექიმთან არანაირ გამოკვლევაზე არ მისულა.

ოთხი გამოკითხულიდან ერთი აცხადებდა, რომ გასულ წელს ერთხელ ან ორჯერ იყვნენ ექიმთან ვიზიტზე, ხოლო 9.2%-ის თქმით, 2018 წელს სამედიცინო დაწესებულებებს სამჯერ ან ხუთჯერ მიაკითხეს.

ევროპული საშუალო მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება:

ევროკავშირში მოსახლეობის 38% ბოლო 12 თვის მანძილზე ექიმთან მხოლოდ ერთხელ იყო, ხოლო ოთხიდან ერთი ევროპელი მოქალაქე აცხადებს, რომ მას ექიმისთვის 2018 წელს საერთოდ არ მიუმართავს.

ექიმთან მიმართვიანობის ყველაზე მაღალი დონით გამოირჩევა დანია, სადაც რიდან ერთი დანიელი ამბობს, რომ ექიმს წელიწადში 6-ჯერ მაინც სტუმრობს.

onalem

ტესტ