fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებს: ნუ აიღებთ 50 ევროიანებს, რომლებზეც მელანს შენიშნავთ!

ევროპის ცენტრალური ბანკი კონკრეტულ გაფრთხილებებს იძლევა ბანკნოტებთან დაკავშირებით, რომლებიც საბერძნეთში ვრცელდება.

ქვეყანაში ყოველდღიურად ძარცვავენ ბანკომატებს, რის გამოც ბაზარზე გამოჩნდა 50 ევროიანები, რომლებიც მელნით არის დასვრილი. თუმცა, ცენტრალური ბანკის ვარაუდით, მსგავსი ბანკნოტები სულ უფრო და უფრო გავრცელდება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბანკომატებს აფეთქების შედეგად ძარცვავენ, ფული ხდება მელნიანი, ძარცვის შემდეგ კი თითოეული ბანკი მოპარული თანხის კონკრეტულ ბანკნოტებს აუქმებს, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი ყალბად ითვლება მას შემდეგ, რაც მოიპარავენ.

საბერძნეთში მცხოვრებმა მოსახლეობამ, მათ შორის ემიგრანტებმა, კატეგორიულად უნდა მოითხოვონ სხვა ბანკნოტი იმ შემთხვევაში, თუკი მათ რომელიმე მაღაზიაში ან ხელფასის გადახდიდას მისცეს 50 ევროიანი და მასზე ერთი წვეთი მელანი მაინც შენიშნეს.

onalem

ტესტ