fbpx
საზოგადოება

ბერძენზე გათხოვილმა ქალმა ორი შვილი და ქმარი მიატოვა და სახლიდან 10.000 ევროთი გაქცევას ცდილობდა

კრეტაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ბერძნული მედია საშუალება Enimerotiko.gr იუწყება. უცხოელმა ქალმა, რომლის ზუსტი ეროვნებაც ცნობილი არ არის, ორი შვილი და მეუღლე მიატოვა და სხვა კონტინენტზე გაქცევას ცდილობდა.

როგორც ბერძენი მამაკაცი ჰყვება, ცოლმა უთხრა, რომ საყიდლებზე მიდიოდა, თუმცა, სინამდვილეში სულ სხვა გეგმა ჰქონდა. როცა დააგვიანა, დაურეკა და ტელეფონი, ცხადია, გამორთული იყო. შესაბამისად, გადაამოწმა ანგარიშები და თანხა, რომელიც სახლში ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ ქალს 10.000 ევრო ჰქონდა აღებული, ასევე თვითმფრინავის ბილეთი და რამდენიმე საათში უნდა გამგზავრებულიყო.

მამაკაცი კრეტაზე მოღვაწე ბიზნესმენია და მასთან ორი შვილი ჰყავს, ერთი ჯერ კიდევ ჩვილია. მან პოლიციაში დარეკა და ირაკლიოს აეროპორტში ჯერ მანქანა, ხოლო შემდეგ თავად ქალიც იპოვეს.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა მიზეზით და კონკრეტულად რომელ ქვეყანაში აპირებდა ქალი გამგზავრებას, თუმცა, ახლა ბრალად 10.000 ევროს ქურდობა.

გარდა ამისა, მამაკაცმა მოითხოვა, ჩამოერთვას მეურვეობის უფლება ორივე შვილზე და თავად გადაეცეს.

ქალს ბავშვებთან კომუნიკაციის საშუალება კვირაში მხოლოდ რამდენიმე საათით აქვს.

ბიზნესმენი დიდ მადლობას უხდის ირაკლიოს პოლიციის განყოფილებას სწრაფი რეაგირებისთვის.

 

onalem

ტესტ