fbpx
საზოგადოება

მნიშვნელოვანი ცვლილებები ათენის მეტროსა და ტრენოში – რა გველის მომდევნო თვეებში?!

ათენის საჯარო ტრანსპორტის ხელმძღვანელობის განცხადებით, მეტროში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ცვლილებები იგეგმება, მომსახურების გასაუმჯობესებლად.

კონკრეტულად, ათენის მეტროში მატარებელი იმოძრავებს ყოველ 4 წუთში ერთხელ. სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეიცვლება განრიგი, რათა რეისებს შორის ინტერვალი შემცირდეს და მგზავრებს ნაკლები ლოდინი მოუწიოთ.

რაც შეეხება ზაფხულის თვეებს, მოძრაობის ინტერვალი 7-დან 10 წუთამდე იქნება, ამ დრომდე კი გაცილებით მეტი იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ მატარებლების უმრავლესობა, გარკვეული დაზიანებების გამო, ექსპლოატაციაში არ იმყოფება. როგორც “სტასი”-ს ხელმძღვანელობა იუწყება, 66-დან 24 მატარებელი შეაჩერეს, რადგან მათი საშუალებით გადაადგილება რისკებს შეიცავდა.

ასევე გახშირდება ელექტრო მატარებლის, ე.წ. ტრენოს მოძრაობის სიხშირეც.

 

onalem

ტესტ