fbpx
საბერძნეთი

ათენი: პოლიციამ ახარნონზე მდებარე შენობებიდან იმიგრანტები გამოასახლა

პოლიცია იმიგრანტების გამოსახლების ოპერაციებს აგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი ოპერაცია ამჯერად ახარნონზე მდებარე ორ შენობაში განხორციელდა, სადაც ისინი ძალის გამოყენებით იყვნენ შესახლებულები.

როგორც ცნობილია, სირიელი იმიგრანტები რამდენიმე ხნის წინ ექსარხიიდანაც გამოასახლეს. ბოლო ოპერაციისას საერთო ჯამში ბინებიდან 250-მდე სირიელი გამოიყვანეს, მათ შორის, ცხადია, არიან ბავშვებიც.

პოლიცია ახარნონზე დაახლოებით 06:00 საათისთვის მივიდა და პროცედურები დაიწყო. ოფიცრები აღნიშნავენ, რომ სხვა კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. უმეტეს შემთხვევებში კი ხდება ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოვლენაც.

ისინი ამ დროისთვის იმიგრანტთა განყოფილებაში არიან გადაყვანილი, თუმცა, როგორც შესაბამისი სტრუქტურები იუწყებიან, მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.

onalem

ტესტ