fbpx
საბერძნეთი

ყავა ფუფუნების საგანი ხდება – საბერძნეთში მისი ფასი 3 ევროს მიაღწევს!

საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ცივი თუ ცხელი კაპუჩინოს შეძენა 2 ევროდ შეგვეძლო, მაგრამ როგორც ჩანს, აღდგომის შემდეგ ყავა საბერძნეთში ფუფუნების საგანი ხდება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმლის ფასი თავის რეკორდს აღწევს, რასაც ცხადია, კონკრეტული მიზეზები აქვს.

როგორც მედია იუწყება, ყავის ფასის მატება უკავშირდება რამდენიმე ძირითად ფაქტორს:

ვიეტნამში წყლის ნაკლებობის გამო მოსავლის შეზღუდული რაოდენობაა და შესაბამისად, იზრდება Robusta-ს ფასი.
სუეცის არხში ტრანსპორტირების საფასური იზრდება, ვინაიდან ხშირია თავდასხმები.
ვინაიდან იზრდება Robusta-ს ფასი, პარალელურად იზრდება, Arabica-ს ფასიც.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე მომდევნო პერიოდში ორმაგი კაპუჩინოს შესაძენად შესაძლოა 2,90-3 ევროს გადახდა მოგვიწიოს.

ცხადია, მოსალოდნელია, რომ ყავის ფასმა მოიმატოს არა მხოლოდ მზა სახით შეძენის შემთხვევებში, არამედ სუპერმარკეტებსა და კაფეებშიც.

onalem

ტესტ