fbpx
საბერძნეთი

“ვინც ვაქცინის წინააღმდეგ საუბრობთ, ხალხი სიკვდილისკენ მიგყავთ” – კორინთოს მიტროპოლიტი

კორითნოს მიტროპოლიტმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას მკაცრად გააკრიტიკა სასულიერო პირები, რომლებიც ვაქცინაციის საწინააღმდეგო განცხადებებს ავრცელებენ და ხალხს უფლის სახელით უკრძალავენ აცრას.

მიტროპოლიტი დიონისიო შეეხო ლუტრაკში 49 წლის მღვდლის გარდაცვალების საკითხსაც, რომელიც არ იყო ვაქცინირებული და ხმამაღლა განაცხადა, რომ ყველა, ვინც ვაქცინაციის წინააღმდეგ კამპანიას ახორციელებს, ადამიანები პირდაპირ სიკვდილისკენ მიჰყავს. მან განსაკუთრებით დიდი დანაშაული უწოდა მსგავს ქმედებას სასულიერო პირების მხრიდან.

“პანდემიისა და ვაქცინაციის უარმყოფელები ცდილობენ თავი დიდ ფილოსოფოსებად და უხუცესებად წარმოაჩინონ და სინამდვილეში, ადამიანები სიკვდილამდე მიჰყავთ,” ამბობს მიტროპოლიტი.

ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ თესალონიკში კოვიდით გარდაიცვალა ახალგაზრდა ექიმი, რომელიც არასრულწლოვანი ბავშვის მამა იყო და ხელმძღვანელობდა ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობას.

onalem

ტესტ