fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაციისა და კოვიდით დაავადების სერთიფიკატებთან დაკავშირებით

“ომიკრონის” დომინანტობის ფაზაში საბერძნეთში ვაქცინაციის სერთიფიკატების ვადებთან და კოვიდით დაავადების სერთიფიკატების გაცემასთან დაკავშირებით ცვლილებებია.

არსებული ინფორმაციით, იცვლება კორონავირუსით დაავადების დამადასტურებელი სერთიფიკატის გაცემის გზა:

– თუ ვაქცინირებული ხართ, საკმარისია სწრაფი (Rapid) ტესტის დადებითი პასუხი იმისთვის, რომ დაავადების სერთიფიკატი აიღოთ.

– თუ ვაქცინირებული არ ხართ, საჭიროა ჩაიტაროთ მოლეკულური, PCR, ტესტი იმისთვის, რომ კოვიდით დაავადების დამადასტურებელი დოკუმენტი აიღოთ.

კოვიდით დაავადების სერთიფიკატი გაიცემა:

აუცრელებისთვის, კოვიდის პირველი დადებითი პასუხის გამოსვლიდან 14 დღის მანძილზე PCR ტესტის ჩატარების საფუძველზე (თუ იქამდე ჩატარებული იყო სელფ-ტესტი ან სწრაფი ტესტი (Rapid).

სრულად ვაქცინირებულების შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწრაფი ტესტის ჩატარების საფუძველზე.

სერთიფიკატის მოქმედების ვადაა 90 დღე, 180-ის ნაცვლად, როგორც ადრე იყო ძალაში, ანუ მისი გამოყენება სამოგზაუროდ და სხვა მიზნებისთვის შესაძლებელია მხოლოდ სამი თვის მანძილზე.

რაც შეეხება ვაქცინაციის სერთიფიკატს, 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის ძალა მხოლოდ 7 თვის მანძილზე აქვს, თუ მე-3 დოზას არ მიიღებენ, ხოლო ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება უახლოეს მომავალში მთელ მოსახლეობაზე.

ამრიგად, ოფიციალური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნებისმირი ასაკის ადამიანი ჩაითვლება აუცრელად, თუ მეორედ აცრიდან 7 თვეში მე-3 დოზას არ მიიღებს.

onalem

ტესტ