fbpx
საბერძნეთი

მდიდრულ მიკონოსს არც ტურისტი ჰყავს და არც მუშახელი – 10-12 საათიანი სამუშაო კვირაში 6 ან 7 დღე

ახალი ამბავი არ არის, რომ სეზონზე საბერძნეთში მუშახელის სერიოზული ნაკლებობაა და აღნიშნულმა ფაქტმა უკვე იქონია გავლენა ბიზნესების შემოსავლებზე. ცალკეული თემაა, რომ კოსმოპოლიტურ კუნძულ მიკონოსზე ყველაფერი ყოველთვის ძალიან ძვირი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში გავრცელებული ნეგატიური ინფორმაციისა და საჩივრების ფონზე, კუნძულზე მიმართვიანობა შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ მიკონოსზე არსებული სასტუმროები და კვების ობიექტები აფიქსირებენ 15%-20%-იან კლებას ბრუნვაში, ხოლო მგზავრობის მხრივ აქტიურობა გასული წლის მაისის თვის მხოლოდ 8%-ია, რადგან მაშინ გაცილებით ბევრი ტურისტი სტუმრობდა მიკონოსს. როგორც მედია იუწყება, ტურისტები ამ კუნძულზე დაცულად არ გრძნობენ თავს და შესაბამისად, ბოლო პერიოდში, ისინი ვინც შეძლებულები არიან, ამჯობინებენ, რომ წავიდნენ ევროპის სხვა მდიდრულ კურორტებზე.

მესამე და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ბიზნესების შემოსავლებს ამცირებს, არის მუშახელის ნაკლებობა. ძალიან ბევრ დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი თანამშრომლები, რომ კლიენტებს მოემსახურონ. მიკონოსზე ძირითადად სთავაზობენ სამსახურებს, სადაც უნდა იმუშაონ 10-12 საათით, კვირაში 6 ან 7 დღე, შესაბამისად, რაც უნდა მაღალი იყოს ხელფასი, მსგავს პირობებში მუშაობა ადამიანებისთვის არც თუ ისე მიმზიდველი ჩანს.

 

onalem

ტესტ