fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: პაკისტანელმა მამაკაცმა ქუჩაში 9 წლის ბიჭის გატაცება სცადა

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა 19 წლის პაკისტანელი, რომელსაც ბრალად არასრულწლოვნის გატაცების მცდელობა ედება.

შემთხვევა ქალაქ პატრაში, 13:00 საათზე მოხდა, როდესაც ბიჭი მოსამზადებელ ცენტრში მიდიოდა, სადაც უცხო ენების გაკვეთილი უნდა ჰქონოდა. პოლიციაში საჩივარი ბიჭის მამამ შეიტანა, რომელიც ამბობს, რომ პაკისტანელი მის შვილს აედევნა და გატაცება სცადა, თუმცა, ბავშვმა იქვე მდებარე სკოლის შენობას შეაფარა თავი და ბოლო წუთს დაუსხლტა ხელიდან.

19 წლის პაკისტანელი საჩივრის შესვლიდან მალევე დააპატიმრეს და მას არასრულწლოვნის გატაცება ედება ბრალად, სასამართლო პროცესი უახლოეს დღეებში შედგება.

onalem

ტესტ