fbpx
საბერძნეთი

“15 ივნისიდან ვინც საბერძნეთში შემოვა ჩაუტარდება სპეციალური შემოწმება, შიშის საფუძველი არ არის” – ხარის თეოხარისი

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა, ხარის თეოხარისმა ტელეკომპანია ANT-თან ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთისთვის არ იარსებებს არანაირი “შავი” და “თეთრი” სიები ქვეყნებისა, რომლებიდანაც ტურისტებს მიიღებს.

“ნებისმიერი მსგავსი სცენარი, რომელიც მოგისმენიათ, შეიცავს ბევრ შეცდომას. ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. 15 ივნისიდან მას, ვინც საბერძნეთში შემოვა, ჩაუტარდება სპეციალური შემოწმება, პროტოკოლის ფარგლებში.
ასევე, არ უნდა ვშიშობდეთ კუნძულების შემთხვევაში, რადგან იქ, სადაც ტურისტები გვეყოლება, ყველგან ძლიერდება ჯანდაცვის სტრუქტურები. კუნძულები ექიმების რჩევების მიხედვით იყო იზოლირებული, თუმცა, ახლა ყველა მათგანი გახსნილია.

იმისთვის, რომ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თავად ტურისტების ჯანმრთელობაც იყოს დაცული, კორონავირუსის ეპოქაში ყველაზე ეფექტური “საბრძოლო” საშუალება ახლა სწრაფი ტესტია. ეს ტესტი უმოკლეს ვადაში ადგენს ვირუსის არსებობას და კუნძულები აღჭურვილები იქნებიან შესაძლებლობითაც, რომ ნებისმიერი ადამიანის გადაყვანა მოხდეს საავადმყოფოში ან სხვა საჭირო ადგილას, საჰაერო გზით.

სასტუმროები მზად იქნებიან დეზინფექციისთვის, ინფიცირებულის აღმოჩენის შემთხვევაში კი, მას უზრუნველყოფილ საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ, ვიდრე გამოჯანმრთელება,” განაცხადა თეოხარისმა.

როგორც უკვე ცნობილია, 15 ივნისიდან საბერძნეთი ფრენებს 19 ქვეყანასთან აამოქმედებს, ხოლო 1 ივლისიდან საზღვრებს მსოფლიოსთვის გახსნის და ტურისტული სეზონიც ოფიციალურად გაიხსნება.

onalem

ტესტ