fbpx
საზოგადოება

“რატომ გავიკეთო ნიღაბი? კორონავირუსი არ არსებობს! გაიღვიძეთ!” – მგზავრების დაუმორჩილებლობა პოლიციის მისვლით დასრულდა

როგორც უკვე ცნობილია, კორონავირუსის გამო საჯარო ტრანსპორტში მგზავრებისთვისაც და მძღოლისთვისაც სავალდებულოა ნიღბის ტარება. მიუხედავად კანონისა და 150 ევროიანი ჯარიმისა, რომელიც პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში ეკისრება მგზავრს, ზოგიერთი ადამიანი ასბოლუტურად ინდიფერენტულია ამ საკითხის მიმართ.

ლამიაში ავტობუსის სამ მგზავრს ნიღაბი არ ეკეთა და როდესაც მათ მძღოლმა სთხოვა, რომ ან გაეკეთებინათ ან ავტობუსიდან ჩასულიყვნენ, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ემუქრებოდნენ.

ამ ყველაფრის ფონზე მძღოლმა პოლიცია გამოიძახა და მგზავრებს ოფიცრებმა ავტობუსიდან ჩასვლა და გაყოლა სთხოვეს.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ კორონავირუსი არ არსებობს:

“რომელი კორონავირუსი?! ეს ყველაფერი კონსპირაციებია. რატომ გავიკეთო ნიღაბი? ნამდვილად გგონიათ, რომ ეს ვირუსი არსებობს? ყველაფერი ტყუილია, გაიღვიძეთ!” – იმეორებდა მგზავრი.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ