fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 50 გეგაბაიტი ინტერნეტი უფასოდ ბავშვებს, რომლებიც აიცრებიან

გავრცელებლი ინფორმაციით, საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბავშვები 12-დან 17 წლამდე, რომლებიც კორონავირუსზე აიცრებიან, საჩუქრის სახით დიდი რაოდენობით უფასო ინტერნეტს მიიღებენ.

საუბარია 50 გეგაბაიტ ინტერნეტზე, რაც საკმაოდ “მომხიბვლელი” შემოთავაზებაა მათთვის და გადაეცემა ყველა მოზარდს, რომელიც არის 12-დან 17 წლამდე და გაიკეთებს ვაქცინას.

ამას გარდა, კერძოდ მომუშავე ექიმები, რომლებიც სახლში მისვლით გაუკეთებენ აცრებს მოსახლეობას, მიიღებენ 50 ევროს ერთდოზიანი ვაქცინის შემთხვევაში, ხოლო ორდოზიანი ვაქცინის შემთხვევაში 30 ევროს თითოეული დოზით აცრისთვის.

მათ კერძო კლინიკებში აცრის განხორციელებისთვის გადაეხდებათ 20 ევრო, თუ ერთდოზიანი ვაქცინით გააკეთებენ პროცედურას, ხოლო ორ დოზიანი ვაქცინით განხორციელებული აცრის შემთხვევაში გადაეხდებათ 15 ევრო, თითოეული პროცედურისთვის.

 

 

onalem

ტესტ