fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“გარშემო მყავს ადამიანები, რომლებსაც აცრა არ უნდოდათ, ახლა კი ამბობენ “რა სულელები” ვიყავით” – ნიკოს ვერტის

ცნობილი მომღერალი, ნიკოს ვერტი, კორონავირუსთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს. ვერტიმ ვირუსით ახალგაზრდა ბიძაშვილი დაკარგა, რომელიც სრულიად ჯანმრთელი ადამიანი იყო, მას შემდეგ კი, კიდევ უფრო გაუმყარდა აზრი, რომ ერთადერთი გამოსავალი, პანდემიის დასამარცხებლად, ვაქცინაციაა.

“უნდა ავიცრათ, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს. სამწუხაროდ, საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ვკარგავდი ჩემი ოჯახის წევრებს. ჩემი ბიძაშვილი, ყოველგვარი დაავადებების გარეშე, სწორედ კოვიდს ემსხვერპლა. ჩემზე უმცროსი იყო და მოულოდნელად წავიდა ამქვეყნიდან. მყავს ადამიანები გარშემო, რომლებიც ვაქცინის მოწინააღმდეგეები იყვნენ და უცებ, როდესაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ეს ყველაფერი, ამბობენ: “რა სულელები ვიყავით.”

მომღერალი ამბობს, რომ ეგოიზმი აუცილებლად უნდა დასძლიონ ადამიანებმა: “ერთ დღეს თუ აცრის მოწინააღმდეგე ხარ, რამდენიმე დღეში შეიძლება ტელეფონზე რეკავდე, რომ სასწრაფო დახმარება მოვიდეს და წაგიყვანონ. აი იმ დროს ფიქრობ, რას გააკეთებდი, დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს.”

onalem

ტესტ