fbpx
საზოგადოება

“ორივეს კოვიდი გვაქვს, ვნახოთ, რომელი უფრო მეტ ადამიანს გადავდებთ” – ახალგაზრდები პირეას პორტიდან

რამდენიმე დღის წინ პირეას პორტში ჟურნალისტ გიორგოს ცელიკას ახალგაზრდა ბიჭმა უთხრა, რომ კორონავირუსი დაუდგინდა, მაგრამ ამაზე არ ღელავდა და ჩვეულებრივად მიდიოდა დასასვენებლად, როგორც ეს დაგეგმილი ჰქონდა. როგორც ჩანს, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის და ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ჟურნალისტს კიდევ შეხვდნენ მსგავსი ახალგაზრდები.

“ორივე დადებითები ვართ კოვიდზე. ვეჯიბრებით, რომელი უფრო ბევრ ადამიანს გადავდებთ. რა თქმა უნდა, პაროსზე მივდივართ, სხვაგან სად?!” – თქვა ორიდან ერთ-ერთმა, მეორეს კი მისი სიტყვები არ გაუპროტესტებია.

ცელიკა სწრაფად გაეცალა ბიჭებს და სხვებისკენ წავიდა, კითხვების დასასმელად.

onalem

ტესტ