fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 2 წლის ბავშვმა, კარამელის ნაცვლად, წამლების დიდი რაოდენობა გადაყლაპა

2 წლის ბიჭის მდგომარეობა, ექიმების განცხადებით, უკიდურესად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და ექიმები მისი სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობენ, ვიდრე ორგანიზმი ნელ-ნელა არ მოძლიერდება.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კრეტაზე მოხდა.

როგორც ჩანს, ბავშვს წამლებზე ხელი მიუწვდებოდა და ეგონა, რომ კარამელის კანფეტები იყო. მან გაურკვეველი რაოდენობის აბები გადაყლაპა. შედეგად გონება დაკარგა და მშობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობილია, რომ ოჯახი საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფება.

ΠΑΓΝΗ-ის საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ ექიმები სრული დატვირთვით მუშაობენ.

ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ რა ვითარებაში, რა სახის და რამდენი აბი გადაყლაპა ბავშვმა. თუმცა, ცხადია, რომ საკმაოდ ბევრი…

მას ტოქსიკოლოზიური ანალიზები ჩაუტარდა, რაც ექიმებს მკურნალობის წარმართვაში დაეხმარებათ.

onalem

ტესტ