fbpx
საზოგადოება

ვულა: 2 წლის ბავშვი სკოლის მიკროავტობუსში დარჩათ – დაკავებულია 5 ადამიანი

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 5 ადამიანი.

დღეს დილით ვულაში ერთ-ერთი სკოლის/საბავშვო ბაღის მიკროავტობუსთან პოლიციის ოფიცრები მობილიზდნენ. ირკვევა, რომ 2 წლის გოგონა იქ დაახლოებით 4 საათის მანძილზე სრულიად მარტო იმყოფებოდა.

არსებული ცნობებით, მიკროავტობუსი ჩვეულებრივ მარშრუტს ასრულებდა და მცირეწლოვნები გადაჰყავდა ვარკიზას საბავშვო ბაღის მიმართულებით. როდესაც ადგილზე მივიდნენ, ყველა ბავშვი ჩავიდა ტრანსპორტიდან, თუმცა, 2 წლის გოგონას სავარძელზე ჩაეძინა და პასუხისმგებელმა პირებმა ყურადღება არ მიაქციეს, რომ ბავშვი მიკროავტობუსიდან არ ჩამოვიდა. შესაბამისად, კარი ჩაკეტეს და იქაურობა დატოვეს.

2 წლის გოგონა გამვლელმა შენიშნა, როდესაც გამეტებით ტიროდა. სწორედ ამ ადამიანმა დარეკა პოლიციაში, რომ პატარა იქიდან გამოეყვანათ, რადგან ძალიან შეშინებული იყო.

onalem

ტესტ