fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დააკავეს მშობელი, რომელმაც შვილი სკოლაში ტესტის გარეშე მიიყვანა და დირექტორს თავს დაესხა

დღეს თესალონიკის დაწყებითი სკოლის მოსწავლის მამა პოლიციამ ადგილიდან ხელბორკილებით წაიყვანა. ირკვევა, რომ მან ბავშვი სკოლაში თვითტესტირების ჩატარების გარეშე მიიყვანა.  37 წლის მამაკაცი თავს დაესხა სკოლის დირექტორსაც, რომელიც მასთან გასაუბრებას ცდილობდა, თუმცა, მშობელი უარს აცხადებდა ბავშვის სკოლიდან წაყვანაზე.

მამაკაცმა ჩვენების მიცემისას თქვა, რომ არ ეწინააღმდეგება არც პირბადეების ტარებას და არც უსაფრთხოების ზომებს, თუმცა, მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ვაქცინა საეჭვო წარმოშობისაა და ვინაიდან პასუხისმგებლობას არავინ იღებს, არ სჯერა მისი საგრბელიანობის.

რაც შეეხება სკოლის დირექტორს, ის უარყოფს თავდასხმის ფაქტს და ამბობს, რომ მას ხელით მხოლოდ იმიტომ შეეხო, რომ გვერდზე გამდგარიყო, რადგან “ბერძნების სკოლისკენ გზას უკეტავდა.” 

onalem

ტესტ