fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მერი ხრონოპულუს ბოლო სურვილი იყო, მისი ცხედრის კრემაცია მოხდეს – მსახიობს შერჩეული ჰქონდა კაბაც

ცნობილი მსახიობი, მერი ხრონოპულუ, რომელიც ევანგელისმოს საავადმყოფოში 6 ოქტომბერს გარდაიცვალა, ჯერ არ დაუკრძალავთ, რადგან როგორც ჩანს, მსახიობის ბოლო სურვილი იყო, რომ არ დაეკრძალათ ტრადიციული გზით. მსახიობის ცხედარი ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება, რადგან მას არ ჰყავდა ოჯახის წევრები და ნათესავები, შესაბამისად, ეს პროცესი ბიუროკრატიულად, რთულია.

როგორც ირკვევა, ხრონოპულუს ბოლო სურვილი იყო, რომ გარდაცვალების შემდეგ მომხდარიყო მისი ცხედრის კრემაცია. მსახიობს ამ პროცესისთვის კაბაც კი ჰქონდა შერჩეული – რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, მას სურდა კონკრეტული კაბა სცმოდა კრემაციის პროცესში.

საუბარია კაბაზე, რომელიც ხრონოპულუს მიკის თეოდორაკის კონცერტზე ეცვა, ალექსანდრუპოლში. მის მეგობარს, დიზაინერ ხარის ციარას აღნიშნული კაბა ატელიეში ჰქონდა შენახული.

“ამაზე გვისაუბრია და ხუმრობით თუ ნამდვილად, ნათქვამი ჰქონდა ჩემთვის, რომ უნდოდა, ეს კაბა ჩაეცვა გარდაცვალების შემდეგ. აუცილებლად გადავცემ მას იმ ადამიანებს, რომლებიც მერის გვერდით იქნებიან, რომ ჩააცვან,” ამბობს დიზაინერი.

როგორც ცნობილია, ქ-ნ მერი ხრონოპულუ სახლში დაეცა და სერიოზული დაზიანებები მიიღო, საბოლოოდ კი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

onalem

ტესტ