fbpx
საზოგადოება

ათენის საჯარო ტრანსპორტი – “შეეშვით კარებს და მიხედეთ კონდენციონერებს”

იცით, გაცილებით გამაღიზიანებელია თქვენი ჩხუბის მოსმენა იმის შესახებ,რომელ კარს გამოიყენებს მგზავრი ტრანსპორტში ასასვლელად, მაშინ, როცა ეს უკანასკნელი ჰგავს კონსერვს, რომელიც სიცხისგან მალე იფეთქებს.

მინიმუმ სასაცილოა, ავტობუსის კარის განხილვა და არა არარსებული კონდიციონერებისა ან აუტანელი პირობებისა, რომლის გამოც მგზავრები იძულებული ხდებიან ზაფხულში, ათენში, 35 გრადუსში იმოძრაონ.

ჩვენ არ გვაქვს პრობლემა წინა, უკან და შუა კართან დაკავშირებით, თუ გნებავთ, ავტობუსის ფანჯრიდან ამოვალთ, ოღონდ, საფუძვლიანი ცვლილებები განახორციელეთ, რათა ღირსეულად ვიმგზავროთ. ერთხელ მაინც, გვაგრძნობინეთ თავი ადამიანებად და არა ობიექტებად, შემდეგ კი თქვენ შორის გაარკვიეთ, რომელი კარიდან ამოვლენ მგზავრები.

პატივი ეცით იმ ფასს, რომელსაც ყოველდღიურად ვიხდით, რათა ვიმგზავროთ.

თქვენ შეიძლება გაწუხევდეთ უბილეთობის საკითხი და ცდილობთ მოიძიოთ თქვენი შემოსავლების გაზრდის გზები, მაგრამ ჩვენც, რომლებიც ელექტრონული ბილეთის მიწოდების რიგში ვდგავართ და მწვანე შუქი ინთება ყოველ ჯერზე თქვენს ავტობუსში, არასდროს მოგვიცია თქვენთვის უფლება ისე მოგვეპყრათ, როგორც ტრანსპორტირების საქონელს.

onalem

ტესტ