fbpx
საზოგადოება

“ჩემი შვილის სიცოცხლე დასრულებულია, ხვალ მის ორგანოებს გავცემთ” – 23 წლის ბიჭის დედის ემოციური სიტყვები

23 წლის იასონას დედა ტელეკომპანია Alpha-სთან საუბრისას ამბობს, რომ მისი შვილის ორგანოების დონაცია ხვალ მოხდება. ოჯახი შეძრულია ახალგაზრდის გარდაცვალებით.

“მის ორგანოებს ხვალ გავცემთ, დონორი გახდება. მე მხოლოდ მისი უკან დაბრუნება მინდა, სხვა არაფერი. იმდენად კარგი ბავშვი იყო, მუდმივად გასცემდა, ამიტომ გასცემს თავის ორგანოებსაც. ვისურვებდი, რომ ვისი დონორიც იქნება, ბავშვები იყვნენ, მაგრამ არ შემიძლია ავირჩიო. მინდა ამ ადამიანებმა ბედნიერად იცხოვრონ და გაიხარონ,” ამბობს სასოწარკვეთილი ქალი.

გარდაცვლილი ბიჭის და ითხოვს, რომ ეჭვმიტანილები გამოვლინდნენ, ასევე, თვითმხილველებს სთხოვს თქვან, რა დაინახეს, რათა ზუსტად დადგინდეს, რა მოხდა. გოგონას თქმით, ავარიას შეესწრო ტაქსის მძღოლი, რომელიც ზუსტად მათ წინ იდგა და როდესაც ეს ყველაფერი მოხდა, იქაურობა დატოვა.

როგორც უკვე ცნობილია, გარდაცვლილის მოტოციკლს დორა ბაკოიანის დაცვის მანქანა დაეჯახა, რომელსაც პოლიციელი მართავდა. ის არ დააკავეს, რადგან ითვლება, რომ ავარია არ იყო სასიკვდილო. ფაქტი კი ის არის, რომ ბიჭი ცოცხალი აღარ არის.

დორა ბაკოიანი აცხადებს, რომ ინციდენტს სიღრმისეულად გამოიძიებენ.

 

onalem

ტესტ