fbpx
საზოგადოება

“კრიტიკა ისე მეწყინა, რომ წავედი და ბურგერი ვჭამე” – ელენა პაპარიზუ საკუთარ წონაზე

ელენა პაპარიზუ გრიგორი არნაუტოღლუს გადაცემაში იყო მიწვეული და ცხადია, ისაუბრეს ბულინგის საკითხზეც, რომელიც პაპარიზუ ევროვიზიაზე გამოსვლის შემდეგ დაატყდა თავს. ბევრი წერდა, რომ ის წონაშია მომატებული, რომ აღარ არის ისეთი ეფექტური, როგორც 2005 წელს, თითქოს, ელენას წლები არ ემატება და მოეთხოვება, რომ ზუსტად ისეთი იყოს, როგორც 16 წლის წინ.

გრიგორიმ ბრწყინვალე მომღერალს დაუსვა კითხვა, რამდენად მოხვდა გულზე საზოგადოების კრიტიკა, რაზეც ელენამ ასეთი პასუხი გასცა: “ისე მეწყინა, რომ წავედი და ერთი ბურგერი შევჭამე.”

“არ არის საჭირო ასეთი რამეებით დავკავდეთ. მოხარული ვარ, რომ ხალხმა გაიხარა. საბოლოოდ, რას აქვს მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში?! რომ მართლები ვიყოთ თუ რომ ვიყოთ ზრდილობიანი ადამიანები?!”

პაპარიზუმ ისიც აღნიშნა, რომ ევროვიზიაზე ისევ მხოლოდ იმ შემთხვევაში წავიდოდა, თუ ამისთვის შესაბამისი სიმღერა ექნებოდა.

onalem

ტესტ