fbpx
პოზიტივისაბერძნეთისაზოგადოება

ბერძნულმა ოჯახმა ავადმყოფების დასახმარებლად ნახევარი მილიონი ევრო გადარიცხა

ნახევარი მილიონი ევრო ის თანხაა, რომელიც ბერძენი ავსტრალიელების ოჯახმა საბერძნეთში ავად მყოფი ადამიანების დასახმარებლად განკუთვნილი პროგრამებისთვის გადარიცხა. ფილანთროპი კონ ბერბატისი და მისი ოჯახი, რომელიც მსგავსი ინიციატივების ცენტრს ავსტრალიაშიც ფლობს, აცხადებს, რომ უნდა ამ კუთხით სამშობლოს დაეხმაროს, რადგან კრიზისი ჯანდაცვის სისტემისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა.

ჯანმრთელობის პროგრამების ცენტრის პრეზიდენტმა საბერძნეთში, ნიკოლას პაპამ კი უდიდესი საჩუქარი დიდი სიხარულით მიიღო და აღნიშნა, რომ მათ შორის თანამშრომლობა კიდევ ხუთ წელს გაგრძელდება.

500.000 ევრო მთლიანად გადანაწილდება ადამიანებზე, რომელთაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ და გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ.

onalem

ტესტ