fbpx
საზოგადოება

“ნუ ახვალთ საჯარო ტრანსპორტში უნიღბოდ” – პირველივე დღეს 25 ადამიანი 150 ევროთი დააჯარიმეს

4 მაისიდან საბერძნეთში გადაადგილების აკრძალვა მოიხსნა, რაც ნიშნავს, რომ საჯარო ტრანსპორტში თითოეულ მგზავრს ნიღბის ტარება მოეთხოვება. მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში კი, ჯარიმა 150 ევროს შეადგენს.

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირველივე დღეს 25 კანონდარღვევა გამოვლინდა, თუმცა, ეს მთელი ქვეყნის მონაცემებია და ნამდვილად არ ქმნის საგანგაშო მდგომარეობას.

კერძოდ, 150 ევროთი მგზავრები დააჯარიმეს შემდეგ ტერიტორიებზე:

თესალიაში – 14 მგზავრი
ატიკაში – 6 მგზავრი
კრეტაზე – 2 მგზავრი
პელოპონისოში – 1 მგზავრი
ცენტრალურ მაკედონიაში 1 მგზავრი და ეპირუსშიც 1 მგზავრი.

4 მაისიდან ნიღბების ტარება მოქალაქეებისთვის (კლიენტებისთვის) სავალდებულოა :

  • საჯარო ტრანსპორტში
    საავადმყოფოებში
    კერძო კლინიკებში
    დიაგნოსტიკურ ცენტრებში
    ტაქსიში
    ლიფტში

მომსახურე პერსონალისთვის ნიღბების ტარება სავალდებულოა:

  • სუპერმარკეტებში
    საავადმყოფოებში
    სალონებში
    ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში
    დიაგნოსტიკურ ცენტრებში
    კლინიკებში
    ტაქსიში
    საჯარო ტრანსპორტში

რაც შეეხება ოფისებს და ზოგადად, დახურულ სივრცეებს ნიღბის ტარება რჩება უბრალო რეკომენდაციად.

onalem

ტესტ