fbpx
საზოგადოება

“გვეუბნებოდა, რომ იხრჩობოდა, მაგრამ გვეშინოდა სუნთქვის აპარატზე შეერთების” – რას ამბობს 14 წლის გოგონას ბებია?!

როგორც უკვე ცნობილია, თესალონიკში 14 წლის გოგონა ჯერ კიდევ მართვით სუნქთვაზე იმყოფება, კორონავირუსით ინფიცირების გამო, ვინაიდან ოჯახმა, მდგომარეობის დამძიმების მიუხედავად, საავადმყოფოში არ გადაიყვანა.

მისი ბებია ამბობს, რომ მოზარდის დროული ჰოსპიტალიზაცია იმიტომ არ მოხდა, რომ მართვით სუნთქვაზე გადაყვანის ეშინოდათ. ასევე, საავადმყოფოებისადმი სიძულვილი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც უახლოეს წარსულში სიძე დაკარგეს.

გოგონას მთელი ოჯახი პანდემიის უარმყოფელი და ვაქცინის მოწინააღმდეგეა:

“ცოტა ხნის წინ ჩვენი სიძე გარდაიცვალა. მართვითი სუნქთვის აპარატზე შეაერთეს, როცა ეს საერთოდ არ სჭირდებოდა, ხალხს დასცინიან. სწორედ ამიტომ არ გვინდოდა საავადმყოფო. ანუ როცა კორონავირუსი გაქვს, აპარატზე უნდა შეგაერთონ და თუ რაღაც კარგად არ წავიდა, ადამიანი უნდა დაიღუპოს. ასე “ჭამენ” მთელ მსოფლიოს,” ამბობს ქალი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 14 წლის გოგონას მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია.

 

onalem

ტესტ