fbpx
პოზიტივი

ახალგაზრდა შეფ-მზარეული კრეტაზე ჩავიდა და მიწისძვრით დაზარალებულებს უგემრიელესი კერძები მოუმზადა

ბერძნული მედია სასიამოვნო ამბის შესახებ იუწყება. ახალგაზრდა შეფ-მზარეული, ნიკოს თეოდოროიანი კრეტაზე ჩავიდა, რათა მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის უგემრიელესი კერძები მოემზადებინა.

მან ეს იმ ადამიანებისთვის გააკეთა, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ და ახლა კარვებში უწევთ ცხოვრება, რადგან ზოგი სრულიად დანგრეულია, ზოგი კი ნებისმიერ წუთს შეიძლება ჩამოიშალოს. საუბარია არკალოხორის ტერიტორიაზე.

შეფი კუნძულზე უბრალოდ კიარ ჩავიდა, არამედ თან წაიღო თავისი ჭურჭელი, რათა არავინ არაფრით შეეწუხებინა და ხალხს უგემრელესი კერძებით გაუმასპინძლდა. მათაც, თავის მხრივ, დიდი მადლობა გადაუხადეს გვერდში დადგომისა და სოლიდარობის გამოცხადებისთვის.

onalem

ტესტ